კერძო ტრანსპორტისა და მასთან დაკავშირებული ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთი-ერთი უმთავრესი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის შემდეგი ღონისძიებები გატარდა:
- გაიხსნა ახალი 23-ე მეტროს სადგური;
- ეტაპობრივად მიმდინარეობს არსებული ავტობუსების გაცილებით უფრო თანამედროვე (ევრო 6) და ხშირ შემთხვევაში უფროს სუფთა საწვავზე მომუშავე ავტობუსებით ჩანაცვლება;
- მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული მოძველებული დიზელზე მომუშავე ავტობუსების სრული ჩანაცვლების შესახებ, რაც 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება;
- 2020 წელს თბილისის ავტობუსების პარკს 200 ერთეული დაიმატება და ჯამში დედაქალაქს 900-მდე ახალი ავტობუსი მოემსახურება.
- არაერთ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მოეწყო სპეციალური სავალი ზოლები (ე.წ. ბასლაინები);
- გაიხსნა ახალისაბაგირო გზები.