ქვეყნის საავტომობილო პარკის გაახალგაზრდავების და უფრო სუფთა ავტომობილების ხელშეწყობის მიზნით გატარდა რიგი ღონისძიებები. კერძოდ,
2017 წლიდან:
თითქმის ყველა სახის ავტომობილზე აქციზის გადასახადი დაახლოებით 25%-ით გაიზარდა.
10 წლის ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი გაორმაგდა.
14 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - თითქმის გასამმაგდა.
2016 წლიდან 6 წელზე ნაკლები ასაკის ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი 60%-ით შემცირდა.
ელექტრომობილების იმპორტი არ იბეგრება.
ქვეყანაში შეიქმნა ელექტრომობილების დამტენი მოწყობილობების ქსელი.
2017 წლიდან ბენზინის იმპორტზე აქციზის გადასახადი 2-ჯერ, ხოლო დიზელზე თითქმის 3-ჯერ გაიზარდა.
აღნიშნულმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ნაკლები ასაკისა და უფრო სუფთა ავტომობილებზე (ჰიბრიდული და სრულად ელექტრო ავტომობილების) მოთხოვნის გაზრდას და რადიკალურად შეცვალა იმპორტის სურათი. მაგალითისთვის: