ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

საავტომობილო გაფრქვევების მოცულობა და ტოქსიკურობა დიდწილად არის დამოკიდებული მოხმარებული საწვავის ხარისხზე. საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ:

  • 2012 წლიდან 2017 წლამდე ბენზინში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შემცირდა.
  • 2012 წლიდან 2019 წლამდე დიზელში გოგირდის შემცველობა 6-ჯერ შემცირდა.
  • სტანდარტის გამკაცრების შედეგად, 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.
  • 2019 წლიდან დიზელის ხარისხის ევრო 4 სტანდარტამდე გაიზარდა, ხოლო 2020 წლიდან კი ევრო 5 ნორმას გაუტოლდება.
  • 2016 წლიდან დაიწყო საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი.
  • 2018 წელს საწვავის ხარისხი 143 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა.
  • 250 ბენზინის სინჯიდან არცერთში არ აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა.

ქვეყანაში აკრძალულია ტყვიაშემცველი ბენზინის წარმოება, იმპორტი და მიწოდება. სხვადასხვა სექტორის მიერ, სხვადასხვა ლაბორატორიაში ჩატარებული ბენზინის ხარისიხს უკებლივ ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტყვიაშემცეველი ბენზინი არ მოიხმარება.

საწვავის ხარისხის გაუმჯობესების შედეგად ჰაერში შემცირდა რიგი მნიშვნელოვანი დამბინძურებლის გაფრქვევა, მაგ. როგორიცაა გოგირდის ორჟანგი, ბენზოლი და არომატული ნახშირწყალბადები. შედეგად, დღეს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერულ ჰაერში გოგირდის ორჟანგის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე მნიშვნელოვნად დაბალია. ასევე, პრაქტიკულად არ ფიქსირდება ბენზოლის ნორმების გადაჭარბება.


საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ შემდეგ დანართებში: 


ბენზინის შემცველობაში ტყვიის შემოწმების შედეგები 2018 წლის მონაცემებით

სინჯების შედეგები ტყვიის შემცველობაზე