გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის 24 მაისის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
24
მაისის მდგომარეობით საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და
იგი სამხრეთიდან
უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
აღნიშნული პროცესი გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ
სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით უწყვეტ რეჟიმში ზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში
გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ
გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ
მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე
მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის შესახებ
ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
მონიტორინგის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამზირის
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ფიქსირდება ზოგიერთი კომპონენტის მომატებული
კონცენტრაციები. ასევე, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაფიქსირებული ოპტიკური ხაზის
დაზიანების გამო პერიოდულად შეზღუდულია აღნიშნული სადგურის მონაცემებთან წვდომა.
პროვაიდერის მიერ პერმანენტულად მიმდინარეობს შესაბამისი
სამუშაოები ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაზე.
ქ. ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის
სადგურის მუშაობის შესახებ
ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ჰაერის ხარისხის
მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე პროგრამული ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია
სადგურის მონაცემებთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები
ეტაპობრივად განახლდება.