ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის შესახებ

ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს  გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ფიქსირდება ზოგიერთი კომპონენტის მომატებული კონცენტრაციები. ასევე, მიმდინარე წლის 22 აპრილიდან დაფიქსირებული ოპტიკური ხაზის დაზიანების გამო პერიოდულად შეზღუდულია აღნიშნული სადგურის მონაცემებთან წვდომა.

პროვაიდერის მიერ პერმანენტულად მიმდინარეობს  შესაბამისი სამუშაოები ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაზე.


ქ. ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მუშაობის შესახებ

ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე პროგრამული ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.