ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის 15 მარტის  მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

15 მარტის მდგომარეობით დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში შეიმჩნევა მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და  სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

აღნიშნული პროცესი გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების მიერ სხვადასხვა მეტეოროლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით უწყვეტ რეჟიმში ზუსტდება.

აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.