ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ

ბოლო პერიოდში  დედაქალაქში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდებოდა მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად, ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით იყო განპირობებული. 

ამ ეტაპზე  ტრანსასაზღვრო დაბინძურების პროცესი დასრულდა, თუმცა მეტეო პირობების გამო კვლავ რჩება ატმოსფერულ ჰაერში ზოგიერთი დამაბინძურებლის კონცენტრაცია მაღალი, პროცესი დასრულდება ეტაპობრივად.   

აღსანიშნავია, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს და მეტეოროლოგიური მოვლენაა.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.  

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.