ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მდგომარეობა 01 თებერვლისთვის
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების
საშუალებით.
ატმოსფერულ ჰაერში 01 თებერვლიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს
შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და
მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.