ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა 01 ნოემბრისთვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ატმოსფერულ ჰაერში 01 ნოემბრიდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს ზოგიერთ რაიონში. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი კასპიის ზღვის სამხრეთ-ღმოსავლეთიდან და აგრეთვე სამხრეთ რაიონებიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე მიმდინარე IT ინფრასტუქტურის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, პორტალზე დროებით შეზღუდულია აღნიშნული სადგურის მონაცემებთან წვდომა. სამუშაოების დასრულების შემდეგ პორტალზე მონაცემები კვლავ განახლდება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.