ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა 18 აგვისტოსთვის
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ატმოსფერულ ჰაერში 18 აგვისტოდან ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგუზე მიმდინარე IT ინფრასტუქტურის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, პორტალზე დროებით შეზღუდულია აღნიშნული სადგურის მონაცემებთან წვდომა. სამუშაოების დასრულების შემდეგ პორტალზე მონაცემები კვლავ განახლდება.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.