ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მუშაობის შესახებ


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე მიმდინარე IT ინფრასტუქტურის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოების გამო, პორტალზე დროებით შეზღუდულია აღნიშნული სადგურის მონაცემებთან წვდომა. სამუშაოების დასრულების შემდეგ პორტალზე მონაცემები კვლავ განახლდება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.