ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა 01 ნოემბრისთვის
მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და უდაბნოს მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.
ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო ზოგიერთ სადგურზე დროებით შეჩერებულია სხვადასხვა პარამეტრების გაზომვები. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.