ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურების მუშაობის შესახებ


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო ზოგიერთ სადგურზე დროებით შეჩერებულია სხვადასხვა პარამეტრების გაზომვები.

ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.