ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ჰაერის მონიტორინგის სადგურების მუშაობისა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდომარეობის შესახე

მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ქალაქებში თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება.

არსებული სინოპტიკური სიტუაციის ანალიზი უჩვენებს, რომ ატმოსფეროს მაღალ ფენებში ადგილი აქვს სამხრეთის ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მასების გავრცელებას. საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება ტრანსასაზღვრო ხასიათისაა და აღნიშნული სინოპტიკური პროცესებითაა განპირობებული.

ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გაზომვები. ასევე, ტექნიკური ხარვეზის გამო ქალაქ თბილისში ყაზბეგის გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) გაზომვები. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.