ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ
24 აპრილიდან
დედაქალაქში და
საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის
მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.
ქ. თბილისში ვარკეთილში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის
მონიტორინგის სადგურის შესახებ
ქ.თბილისში ვარკეთილი
3, I მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰაერის ხარისხის
მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია
ერთი კომპონენტის მონაცემებთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.
ქ. ქუთაისში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის შესახებ
ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ორი კომპონენტის მონაცემებთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.