ღონისძიება:
მშენებლობის პროცესში “მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობის გამკაცრება
შემსრულებელი:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა:
2017-2020 წ.წ.
ღონისძიება:
მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების თბომომარაგებისათვის (გათბობა-ცხელწყალმომარაგება) განკუთვნილი ნებისმიერი ხელსაწყოს მიერ მოხმარებული
სათბობის წვის პროდუქტების ემისიის, შენობის სახურავის მაღლა (ტექნიკური რეგლამენტით/სტანდარტით განსაზღვრულ ნიშნულზე) გაფრქვევის უზრუნველსაყოფად,
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულო მოთხოვნის შემუშავება
შემსრულებელი:
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესრულების ვადა:
2018 წლის IV კვარტალი