ღონისძიება:
ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს-ები) გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების თანამედროვე ეფექტური სისტემის დანერგვა და ამოქმედება
შემსრულებელი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნულიორგანო - აკრედიტაციის ცენტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა:
2018 წლის 1 იანვარიდან
ღონისძიება:
ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტების გათვალისწინებით, ასს-ების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ტექნიკური რეგლამენტის მიღება
შემსრულებელი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო დაინტერესებულ უწყებებთან ერთად
შესრულების ვადა:
2017 წლის IV კვარტალი
ღონისძიება:
საკანონმდებლო ცვლილების მომზადება ჯარიმების გაზრდის თაობაზე იმ ასს-ებისთვის, რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება
შემსრულებელი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
შესრულების ვადა:
2017 წლის III კვარტალი
ღონისძიება:
გზებზე კონტროლის გამკაცრება იმ ასს-ების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ გავლილი გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება
შემსრულებელი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შესრულების ვადა:
2017 წლის III კვარტლიდან
ღონისძიება:
შესაბამისი საკანონმდებლო/კანონქვემდებარე ცვლილებების მომზადება ტესტირების ცენტრების მიმართ წაყენებული მოთხოვნების გამკაცრების მიზნით
შემსრულებელი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი
შესრულების ვადა:
2017 წლის III კვარტალი
ღონისძიება:
ძველი ამორტიზებული ასს-ების უტილიზაციის კონცეფციის შემუშავება
შემსრულებელი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შესრულების ვადა:
2018 წლის I კვარტალი