ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებულია ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გაზომვები. ასევე, ტექნიკური ხარვეზის გამო ქალაქ თბილისში ყაზბეგის გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებულია აზოტის დიოქსიდის (NO2) გაზომვები. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.