ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
დამბინძურებლები აღწერა წყაროები ჯანმრთელობაზე ზეგავლენა
PM
მტვრის მყარი მაწილაკები
ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5 სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტრო სადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლების ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. კერძოდ, ე.წ. აფრიკის მტვერი, რომელიც ძირითადად საჰარის უდაბნოს მტვრის, ევრაზიის კონტინენტზე გავრცელებას უკავშირდება. მსგავსი მტვრის შტორმი ხშირად ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან. თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამლვა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
NO2
აზოტის დიოქსიდი
მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირი აზოტის ორჟანგი საწვავის წვის შედეგად წარმოიქნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება და რესპირატორული სიმპტომები (მაგ. ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება)
O3
ოზონი
ტროპოსფეროში წარმოქმნილი დამბინძურებელი აირი მიწისპირა ოზონი ჰაერში პირდაპირ არ იფრქვევა. იგი მზის ენერგიის მეშვეობით მიმდინარე სხვა დამბინძურებლების (ძირითადად NOx და აქროლადი ორგანული ნაერთები) ქიმიური რეაქციის გზით წარმოიქმნება. მიწისპირა ოზონი სატრანსპორტო საშუალებების, თბოელექტრო სადგურების, სამრეწველო პროცესებისა და სხვა წყაროების მიერ მისი პრეკურსორების გამონაბოლქვის შედეგად წარმოიქმნება თვალის და ყელის გაღიზიანება, ხველა, სასუნთქი გზების პრობლემები, ასთმა, ფილტვის დაზიანება
SO2
გოგირდის დიოქსიდი
უფერო აირი, წყლის ორთქლში გახსნინას გარდაიქმნება გოგირდმჟავად. იგი ურთიერთქმედებს ჰაერში არსებულ სხვა ნივთიერებებთან და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის გოგირდის ორჟანგის გაფრქვევების მთავარი წყარო თბოელექტრო სადგურების მიერ წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, მაზუთი და ა.შ.) წვაა. ასევე, მისი წყაროებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გოგირდმჟავას წარმოება, გოგირდის შემცველი მადნების დნობა და ლოკომოტივებში, გემებისა და ავტომობილებში მაღალი გოგირდის შემცველობის საწვავის წვა თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობის მომატება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქის სისტემის დაზიანება
CO
ნახშირჟანგი
უფერო და უსუნო აირი ნახშირჟანგის უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, ასევე შინამეურნეობაში გათბობის, საკვების მომზადებისა და თბილი წყლისთვის შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარება თავის ტკივილი, მენტალური ცნობიერების დაქვეითება, გულის შეტევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში სიკვდილი. ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის ძალიან მაღალი კონცენტრაციები პრაქტიკულად ვერ მყარდება
C6h6
ბენზოლი
ბენზოლი არის უფერო, ტკბილი სუნის მქონე, აქროლადი და ადვილად აალებადი სითხე, რომელიც ადვილად იხსნება წყალში. ბენზოლი ჰაერში გამოიყოფა ქვანახშირის და ნავთობპროდუქტების წვის, ავტოგასამართი სადგურებისა და საავტომობილო გამონაბოლქვის შედეგად. ადამიანებში ბენზოლის მწვავე (მოკლე ვადიანი) შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს, თავბრუსხვევები, თავისტკივილები, თვალის, კანის და რესპირატორული ტრაქტის გაღიზიანება, ხოლო მაღალი კონცენტრაციით შესუნთქვამ გონების დაკარგვა. ქრონიკულმა (გრძელვადიანმა) შესუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს, სისხლში სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის სისხლის წითელი უჯრედების-ერითროციტების შემცირება და აპლასტიკური ანემია (ძვლის ტვინის დაზიანების შედეგად (სხივური დაავადებისას, ზოგიერთი შხამის მიღების შემდეგ) განვითარებული ანემია).
Pb
ტყვია

ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური მძიმე ლითონია. ტყვია არის დედამიწის ქერქში მცირე რაოდენობით ბუნებრივად არსებული ელემენტი. მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გარკვეული სასარგებლო გამოყენება, ის შეიძლება ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობისათვის იყოს ტოქსიკური.  

ტყვია შეიძლება იყოს ჩვენი გარემოს ყველა ნაწილში - ჰაერში, ნიადაგში, წყალში და ჩვენს სახლებშიც კი. ჩვენზე ტყვიის ზემოქმედება უმთავრესად ადამიანის საქმიანობას უკავშირდება, მაგ. როგორიცაა: წიაღისეული საწვავის გამოყენება, წარსულში ტყვია შემცველი ბენზინის გამოყენება, ზოგიერთი სახის სამრეწველო ობიექტები, ტყვია შემცველი საღებავების გამოყენება. ტყვია და ტყვიის ნაერთები გამოიყენება ჩვენს გარშემო არსებულ არაერთ პროდუქტში, მათ შორის საღებავებში, კერამიკაში, მილებსა და სანტექნიკის მასალებში, სარჩილებში, ბენზინში, ელემენტებში, საბრძოლო მასალასა და კოსმეტიკაში. ტყვია გარემოში შეიძლება ხვდებოდეს მისი წარსულში და მიმდინარე გამოყენების შედეგად. ტყვია გარემოში, ასევე, შესაძლებელია გაფრქვეული იყოს სამრეწველო წყაროებიდან და დაბინძურებული ტერიტორიებიდან, მაგალითად როგორიცაა ძველი ტყვიის სადნობები. ნიადაგში ტყვიის ბუნებრივი შემცველობის წილი 50-იდან და 400 ნაწილამდეა მილიონში, თუმცა, წიაღისეულის მოპოვების, დნობისა და ნავთობგადამამუშავებელი ღონისძიებების შედეგად გარემოში ტყვიის დონე მნიშვნელოვნად გაიზრდა, განსაკუთრებით კი წიაღისეულის მოპოვებისა და დნობის ადგილებთან ახლოს. როდესაც ჰაერში ტყვიის გაფრქვევა ხდება სამრეწველო წყაროებიდან ან სატრანსპორტო საშუალებიდან, გაფრქვეულ ტყვიას შეუძლია გადაადგილდეს დიდ მანძილზე, სანამ მიწაზე დაილექება, სადაც ერევა ნიადაგის ნაწილაკებს. იმის გათვალისწინებით თუ რა ტიპის ტყვიის ნაერთი და რა ტიპის ნიადაგია, ტყვია შესაძლებელია გადაადგილდეს ნიადაგიდან მიწისქვეშა წყლებში.  ტყვიამ შეიძლება თქვენს ორგანიზმში თითქმის ყველა ორგანო და სისტემა დააზიანოს. 6 წლის ასაკის და უფრო პატარა ბავშვები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ტყვიის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტების მიმართ. სისხლში ტყვიის დაბალმა შემცველობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში: ქცევის და სწავლის პრობლემები; დაბალი IQ და ჰიპერაქტიურობა; ზრდის შეფერხება; სმენის პრობლემები; ანემია. იშვიათ შემთხვევებში, ტყვიის დიდი ოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, კომა და სიკვდილიც კი. ტყვია დროთა განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს ჩვენს ორგანიზმში, სადაც ის ძვლებში ინახება კალციუმთან ერთად. ორსულობის დროს, ტყვია გამოდის დედის ძვლებიდან კალციუმთან ერთად და შეიძლება გადავიდეს დედიდან ნაყოფზე ან ძუძუთი კვებისას ჩვილზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფისა და ჩვილების განვითარების სერიოზული შეფერხება, მათ შორის: ბავშვი დაიბადოს ნაადრევად ან ძალიან მცირე წონის; დააზიანოს ბავშვის ტვინი, თირკმელები, ნერვული სისტემა; გამოიწვიოს სწავლის ან ქცევითი პრობლემების ალბათობის გაზრდა; აბორტის რისკი. სხვა ზრდასრულები: ტყვია ასევე მავნეა სხვა ზრდასრულებისთვის. ზრდასრულ ადამიანებში ტყვიამ შეიძლება გამოიწვიოს: კარდიოვასკულარული ეფექტები, გაზრდილი არტერიული წნევა და ჰიპერტენზიის შემთხვევები; თირკმლის ფუნქციის დაქვეითება; რეპროდუქციული პრობლემები (კაცებშიც და ქალებშიც).


ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობის მრავალ დარღვევასთან, მათ შორის ფილტვების, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებთან. ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტი ინდივიდუალურია. მაღალი რისკის ჯგუფები, როგორებიც არიან ხანდაზმულები, ბავშვები, ორსული ქალები და გულისა და ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები უფრო მგრძნობიარენი არიან ჰაერის დაბინძურების მიმართ. ბავშვებში, განსაკუთრებით მაღალია დაავადების რისკი, მათი ეზოში (სახლის გარეთ) აქტივობის და ფილტვების განვითარების პროცესის გამო. ჰაერის დაბინძურებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება იქონიოს მწვავე ან/და ქრონიკული ეფექტი. როგორც წესი, მწვავე ეფექტი ვლინდება მაშინვე და ხშირ შემთხვევაში შექცევადი პროცესია, მას შემდეგ, რაც დამბინძურებლის მოქმედება შეწყდება. ქრონიკული ეფექტები, როგორც წესი, დაუყოვნებლივ არ ვლინდება და ხშირად დამბინძურებლების ზემოქმედების დასრულების შემდეგ შექცევადი პროცესი არ არის. ქრონიკული ეფექტების მაგალითებია ფილტვის მოცულობის შემცირება და ფილტვის კიბო, რომელიც ჰაერის ტოქსიკური დამბინძურებლების გრძელვადიანი ზემოქმედების შედეგია. ჰაერის დაბინძურების ჯანმრთელობაზე გავლენის შეფასების სამეცნიერო ტექნიკა მოიცავს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგს, დამბინძურებლის მოქმედების შეფასებას, დოზიმეტრიას, ტოქსიკოლოგიას და ეპიდემიოლოგიას.


მიუხედავად იმისა, რომ დამბინძურებლებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ კანზე, თვალებსა და სხვა სისტემებზე, ისინი ძირითად მავნე გავლენას ახდენენ სასუნთქ სისტემაზე. ჰაერის შესუნთქვა ხდება ცხვირით, რომელიც მოქმედებს, როგორც პირველადი ფილტრაციის სისტემა. ცხვირში არსებული პატარა თმები, სითბო და ტენიანი გარემო ეფექტურად აშორებს მსხვილ დამაბინძურებელ ნაწილაკებს. ტრაქეას შესასვლელთან მისვლამდე ჰაერი გაივლის ხორხს, საყლაპავ მილსა და ხახას. ტრაქეა დაყოფილია ორ ნაწილად, მარჯვენა და მარცხენა ბრონქად. თითოეული ბრონქი დაყოფილია უფრო მცირე კომპონენტებად. ყველაზე პატარა ნაწილს ჰქვია ბრონქიოლები, რომლებიც შეიცავენ მილიონობით ჰაერის ბუშტს, სახელად ალვეოლებს. ბრონქიოლები და ალვეოლები ქმნიან ფილტვებს.


როგორც აირადი დამბინძურებლები, ისე მყარი ნაწილაკები აბინძურებენ ჰაერს, რომელსაც აქვს ნეგატიური გავლენა ფილტვებზე. მყარი ნაწილაკები შესაძლოა განთავსდნენ ტრაქეის, ბრონქის და ბრონქიოლის კედლებზე. აღნიშნული ნაწილაკების უმეტესი წილი ამოიღება ფილტვებიდან  ეპითელიუმის წამწამების და უჯრედებზე არსებული პატარა თმების (რომელიც განლაგებულია სასუნთ გზებზე) მიერ წმენდის პროცესში. აღნიშნული პროცესი ვითარდება ცემინების და ხველის დროს.


ცემინება და ხველა აბრუნებს ნაწილაკებს პირში. იქიდან ისინი მარტივად გადაიყლაპება ან გამოიდევნება ორგანიზმიდან. თუმცა, პატარა ნაწილაკებმა შესაძლოა მიაღწიონ ალვეოლას, საიდანაც შეიძლება კვირები, თვეები, ან თუნდაც წლები დასჭირდეს მათი სხეულისგან გამოდევნას. დაბინძურებულმა აირებმა შეიძლება, ასევე დაარღვიონ ფილტვების ფუნქცია ეპითელიუმის წამწამების ფუნქციონირების შეფერხებით. დაბინძურებული ჰაერის უწყვეტმა შესუნთქვამ შეიძლება შეანელოს წმენდის ნორმალური ფუნქცია და გამოიწვიოს ფილტვების უმცირეს ნაწილებში უფრო მეტი რაოდენობის მყარი ნაწილაკების მოხვედრა.


ფილტვები პასუხისმგებელია ჰაერიდან ჟანგბადის შეწოვაზე და სისხლის მიმოქცევიდან ნახშირორჟანგის გამოდევნაზე. დაბინძურებულმა ჰაერმა შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ბრონქიტი, ემფიზემა ან კიბო. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მოშლა.


ჰაერის მავნე დამბინძურებლებმა შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა და ზოგიერთი იშვიათი, მაგრამ პოტენციურად საშიში დაავადება, მათ შორის კიბო და იმუნური სისტემის დაზიანება, ნევროლოგიური, რეპროდუქციული და განვითარების პრობლემები. ჰაერის გარკვეული დამბინძურებლების მწვავე ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი.