ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

03 იანვრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

 

ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის შესახებ

ქ. თბილისში წერეთლის გამზირზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს  გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც ფიქსირდება ზოგიერთი კომპონენტის მომატებული კონცენტრაციები.

 

ქ. თბილისში ვარკეთილში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის შესახებ

ქ.თბილისში ვარკეთილი 3,  I მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ერთი კომპონენტის მონაცემებთან წვდომა. 

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

 

ქ. თბილისში „ილიას ბაღის“ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მუშაობის შესახებ

ქ.თბილისში დ.აღმაშენებლის გამზ. 73ა „ილიას ბაღში“ მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ერთი კომპონენტის მონაცემებთან წვდომა. 

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

 

ქ. ქუთაისის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მუშაობის შესახებ

ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სამი კომპონენტის მონაცემთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

 

ქ. ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მუშაობის შესახებ

ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ორი კომპონენტის მონაცემებთან წვდომა. 

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.