ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
სამშენებლო სექტორი
ღონისძიება: მშენებლობის პროცესში “მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ” ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობის გამკაცრება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
შესრულების ვადა: 2017-2020 წ.წ.
ღონისძიება: მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების თბომომარაგებისათვის (გათბობა-ცხელწყალმომარაგება) განკუთვნილი ნებისმიერი ხელსაწყოს მიერ მოხმარებული სათბობის წვის პროდუქტების ემისიის, შენობის სახურავის მაღლა (ტექნიკური რეგლამენტით/სტანდარტით განსაზღვრულ ნიშნულზე) გაფრქვევის უზრუნველსაყოფად, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულო მოთხოვნის შემუშავება
შემსრულებელი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
შესრულების ვადა: 2018 წლის IV კვარტალი