ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

                                                                                            ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ 

4 ნოემბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.


                                                                 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ 

ქ.თბილისში, დ.აღმაშენებლის გამზ. N73ა-ში განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემებთან წვდომა შეზღუდულია სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო. აღნიშნული სადგური განთავსდება ვერის პარკში. მონტაჟისა და ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება მონაცემების მიწოდება პორტალზე ახალი ლოკაციიდან.

ქ.თბილისში - მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში, ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.ბათუმში ტ.აბუსერიძის ქუჩა N1-ში, ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზ. N35ა-ში, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში და ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩა N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ასევე, ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩა N19-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება