ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ
26 სექტემბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ ავტომატურ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი განპირობებულია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ
ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში, ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.ბათუმში ტ.აბუსერიძის ქუჩა N1-ში, ქ.რუსთავში, მეგობრობის გამზ. N35ა-ში და ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192 მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.
ასევე, ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქ.N98-ში და ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩა N19-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურების მონაცემებთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.