ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ
ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში, ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.ბათუმში ტ.აბუსერიძის ქუჩა N1-ში, ქ.რუთავში, მეგობრობის გამზ. N35ა-ში და ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192 მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.
ასევე, ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქ.N98-ში, ნინოშვილის ქუჩისა და დ.აღმაშენებლის გამზ. გადაკვეთაზე და ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩა N19-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურების მონაცემებთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.