ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ჰაერის ხარისხის პორტალის ტექნიკური ხარვეზი

 

ჰაერის ხარისხის პორტალის ტექნიკური ხარვეზის გამო პერიოდულად ფიქსირდება სხვადასხვა სადგურის გათიშვის ფაქტები. მიმდინარეობს ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის სამუშაოები.

 

 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ

 

ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ და ქ.ბათუმში ტ.აბუსერიძის ქუჩა N1-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ასევე, ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქ.N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა. ქ.თბილისში ყაზბეგის გამზ., ვასო გოძიაშვილის ბაღთან, ქ.რუსთავში ბათუმის ქუჩა N19-ში და სოფელ თაზაქენდში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ინტერნეტ პროვაიდერთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურების მონაცემებთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.