ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ
ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", ა.წერეთლის გამზირი N105-ში, მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში და ქ.ქუთაისში ლადო ასათიანის ქ.N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.