ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ


ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", ა.წერეთლის გამზირი N105-ში, მარშალ გელოვანის გამზ. N34-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში, ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ.N98-ში, ქ.ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N18-ში და დაბა მესტიაში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

დამატებითი ინფორმაცია: არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების (უხვი ნალექი, ძლიერი ქარი და ა.შ.) გამო პერიოდულად ფიქსირდება ელექტროენერგიისა და ინტერნეტკავშირის შეფერხებები, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მონაცემებთან წვდომის შეზღუდვა
.