ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ
08 იანვრიდან,
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი
ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო
ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის
მასების მცირედ გავრცელებით.
საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების
საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.
ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ
ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", ა.წერეთლის
გამზირი N105-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.რუსთავში,
ბათუმის ქ.N19-ში, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში და ქ.ქუთაისში, ლადო
ასათიანის ქ.N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ
სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან
წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის
აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.
დამატებითი ინფორმაცია: არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების (უხვი
ნალექი, ძლიერი ქარი და ა.შ.) გამო პერიოდულად ფიქსირდება ელექტროენერგიისა და
ინტერნეტკავშირის შეფერხებები, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მონაცემებთან
წვდომის შეზღუდვა.