ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ

ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", ა.წერეთლის გამზირი N105-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.რუსთავში, ბათუმის ქ.N19-ში, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში და ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ.N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

დამატებითი ინფორმაცია: არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების (უხვი ნალექი, ძლიერი ქარი და ა.შ.) გამო პერიოდულად ფიქსირდება ელექტროენერგიისა და ინტერნეტკავშირის შეფერხებები, რამაც ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მონაცემებთან წვდომის შეზღუდვა
.