ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ
ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში", ა.წერეთლის გამზირი N105-ში და ვარკეთილი 3, IIIა მ/რ, N325-ის მიმდებარედ, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში და ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ.N98-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.
ასევე, ქ.ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N18-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.