ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ტმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ 

24 ნოემბრიდან, ზოგიერთ სადგურზე კვლავ გრძელდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.


ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ

ქ.თბილისში, ვარკეთილი 3, I მკრ-ი, მეორე კორპუსის მიმდებარედ განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო დროებით შეზღუდულია აღნიშნულ სადგურთან წვდომა.

ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში" და ა.წერეთლის გამზირი N105-ში, ქ.რუსთავში, ბათუმის ქ.N19-ში, ქ.ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩა N192-ში, ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ.N98-ში და ნინოშვილის ქუჩისა და დ.აღმაშენებლის გამზ. გადაკვეთაზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.