ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ
ქ.თბილისში, ვარკეთილი 3, I მკრ-ი, მეორე კორპუსის მიმდებარედ განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო დროებით შეზღუდულია აღნიშნულ სადგურთან წვდომა.
ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში" და ა.წერეთლის გამზირი N105-ში, ქ.რუსთავში, ბათუმის ქ.N19-ში, ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ.N98-ში და ნინოშვილის ქუჩისა და დ.აღმაშელებლის გამზირის გადაკვეთაზე, ქ.ახალციხეში, ასპინძის ქ.N18-ში და დაბა მესტიში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.