ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ

ქ.თბილისში ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მეორე კორპუსის მიმდებარედ განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო დროებით შეზღუდულია აღნიშნულ სადგურთან წვდომა.

ქ.თბილისში - დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში" და ა.წერეთლის გამზირი N105-ში, ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის ქ.N98-ში, ქ.ახალციხეში - ასპინძის ქ.N18-ში, ქ.რუსთავში ბათუმის ქ.N19-ში და ქ.თელავში კვირიკე დიდის N43-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.