ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურების მუშაობის შესახებ

ქალაქ თბილისში ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მეორე კორპუსის მიმდებარედ განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო დროებით შეზღუდულია აღნიშნულ სადგურთან წვდომა.

ქალაქ თბილისში დ.აღმაშენებლის გამზირი 73ა "ილიას ბაღში" და წერეთლის გამზირი №105-ში, ასევე ქალაქ ქუთაისში ლადო ასათიანის ქუჩა 98-ში, ქალაქ რუსთავში ბათუმის ქუჩა 19-ში და ქალაქ თელავში კვირიკე დიდის №43-ში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურებზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია ზოგიერთ მონაცემთან წვდომა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.