ქ.თბილისში ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მუშაობის შესახებ
ვარკეთილი 3, I მკრ-ნი, მეორე კორპუსის მიმდებარედ განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის ადგილმდებარეობის ცვლილების გამო დროებით შეიზღუდება აღნიშნულ სადგურთან წვდომა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ
22 ივლისიდან აღმოსავლეთ საქართველოში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.