მესტიის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის შესახებ
ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო ჰაერის ხარისხის პორტალზე დროებით შეზღუდულია დაბა მესტიაში, მესტიის სათავგადასავლო პარკის მიმდებარედ განთავსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემებთან წვდომა.
ელექტროენერგიის აღდგენისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ
27 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის ნაწილაკების გავრცელებითაა განპირობებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.