ატმოსფერული ჰაერის ხარისხის და ქ. თბილისში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურის სადგურის შესახებ
ოპტიკური არხის დაზიანების გამო პორტალზე დროებით შეზღუდულია ქ.თბილისში წერეთლის გამზ. №105 განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემებთან წვდომა. სადგური აგრძელებს ფუნქციონირებას და ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ინტერნეტპროვაიდერის მიერ ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.
ასევე, 27 მაისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის ნაწილაკების გავრცელებითაა განპირობებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.