ატმოსფერული ჰაერის ხარისხის და ქ. რუსთავში მდებარე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურის სადგურის შესახებ
ქ.რუსთავში მეგობრობის გამზ. N35ა, მე-20 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატურ სადგურზე ინტერნეტ კავშირთან დაკავშირებული ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეზღუდულია სადგურის მონაცემებთან წვდომა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრისთანავე პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.
ასევე, 25 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე "რეკომენდაციების" ველში.