ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი
ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით შეჩერებული იყო მყარი ნაწილაკების PM10, PM2.5 და ნახშირბადის მონოქსიდის (CO) გაზომვები. ასევე, ტექნიკური ხარვეზის გამო ქალაქ ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებულია გოგირდის დიოქსიდის (SO2) გაზომვები.  ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია და პორტალზე მონაცემები ეტაპობრივად განახლდება.

მიმდინარე წლის 28 იანვრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. აღნიშნული მოვლენა საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული.