ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა 13-19 ნოემბერი

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

13 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.5-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.1-ჯერ, ქ.რუსთავში - 2.8-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.1-ჯერ, ქ.ბათუმში - 2-ჯერ, 14 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვაშლიჯვარში - 1.7-ჯერ, ვარკეთილსა და ქ.ბათუმში - 2-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.5-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.4-ჯერ, 15 ნოემბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.8-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 2.4-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.3-ჯერ, ქ.ქუთაისში - 1.4-ჯერ, ქ.ბათუმში - 2.3-ჯერ, 16 ნოემბერს ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.1-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.4-ჯერ, ქ.რუსთავში - 3.3-ჯერ, ქ.ბათუმში - 2.2-ჯერ, ქ.ქუთაისში - უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით იყო განპირობებული. 17 ნოემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.რუსთავსა და ქ.ბათუმში - 1.4-ჯერ, 18 ნოემბერს ვარკეთილში - 1.3-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.2-ჯერ, ქ.რუსთავში - 1.7-ჯერ, ქ.ბათუმში - 1.4-ჯერ, წერეთლის გამზირზე - უმნიშვნელოდ,  19 ნოემბერს წერეთლის გამზირზე - 1.1-ჯერ, ვარკეთილში - 1.2-ჯერ, ,,ილიას ბაღში“ – 1.3-ჯერ, ქ.რუსთავში - 2-ჯერ და ქ.ბათუმში - 1.6-ჯერ.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.3-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ჯავახეთის ქ. №11-ა, №145 საჯარო სკოლასთან; აეროდრომის დას. მე-14 ქუჩა, №146 საჯარო სკოლასთან; ვარკეთილის მასივის ზემო პლატო, №152 საჯარო სკოლასთან; ორხევის  დასახლება,  ჩანტლაძის ქ. №28, №156 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge